ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დაკვეთით შპს „საქართველოს მელიორაცია ხობი-ენგურის“ სერვისცენტრი სამელიორაციო სამუშაოებს ახორციელებს. იწმინდება 200 ჰექტარზე 15 კილომეტრიანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მაგისტრალური და კოლექტორული არხები. ამ ეტაპზე შუა ხორგაში 4 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 70 ათას ლარს შეადგენს.
შუა ხორგაში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ვალერიან ქაცარავასთან ერთად დაათვალიერეს.
შპს „საქართველოს მელიორაცია ხობი-ენგურის“ სერვისცენტრი სამელიორაციო სამუშაოების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს.