პროექტის ''ჩემი გზა...ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ'' ფარგლეში ხეთის საჯარო სკოლის x კლასის მოსწავლეებმა გავიარეთ შემდეგი მარშრუტი:ხეთა-ნაბეღლავი-ზოტი-ბახმარო. პროექტის მიზანი გახლდათ ალპური საძოვრებისა და სუბალპური ტყეების შედარება ნიკო კეცხოველის დროინდელთან.პროექტის ფარგლებში დავაკვირდით ალპური მდელოების ბიომრავალფეროვნებას,შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ ძოვების დღევანდელი მასშტაბები და გავეცანით ძოვის ტრადიციებს. ადგილობრივებთან ჩავწერეთ ინტერვიუ. ჯგუფის თითოეული წევრი რეალურად ეზიარა იმ სიამოვნებას, რომელიც წიგნის კითხვის დროს მიიღო და რეალურად გაეცნო წიგნში აღწერილ გარემოს. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ''ტყის მდგრადი მართვა საქართველოში'' პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) მხარდაჭერით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით CENN ორგანიზაციის წარმომადგენლებს:ბატონებს:რეზო გეთიაშვილს,ლადო ბასილაძეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორს ქალბატონ მაია კოდუას; პირველ რიგში იმისთვის, რომ მოგვცა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო აღნიშნულ პროექტში.ასევე ჩვენდამი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისათვის. გულითადად ვუხდით მადლობას ყველას: კურორტ ბახმაროს ადმინისტრაციას, ბახმაროს პოლიციის განყოფილებასა და დაცვის სამსახურს,ბახმაროს სატყეო სამსახურს,ბახმარო-ჩოხატაური-ბათუმი ხაზის მძღოლს- ჩვენი ჯგუფისადმი გამოჩენილი მხარდაჭერის.მზრუნველობის, ყურადღების,უსაფრთხოების უზრუნველყოფის,მეგზურობის გაწევისა და უბრალოდ უსაზღვრო ადამიანური სითბოს გამოვლენისათვის.