15 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალი იდეებისა და პროექტების გენერირების მიზნით ასოციაცია „ათინათის“ თავმჯდომარემ გია ხასიამ, ექსპერტმა გურამ ჩიხლაძემ და პროექტის კოორდინატორმა რევაზ ბარბაქაძემ შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, სადაც ახალი პროექტი „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონალურ დაგეგმარებაში“ განხორციელდა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბადავა და მახარე ჩოკორაია, გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხეელეები, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საარმზრდელო გაერთიანების“, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, ბიზნესმენები, მეწარმეები და რიგითი ხობელები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია საქართველოს 6 რეგიონში რეგიონული დაგეგმარების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა, შესაბამისად - რეგიონების მიერ შემუშავებული განვითარების სტრატეგიების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმების გაცნობა, ახალი იდეებისა და პროექტების გენერირების მიზნით. პროექტს, რომლის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.