მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდში. "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს შეეჯახა, რომელსაც ორი ბავშვი ახლდა. ამის შემდეგ მანქანა ქუჩის მეორე მხარეს თხრილში ჩავარდა. დაღუპულია ორი მცირეწლოვანი ბავშვი და 30 წლის ქალი. სოფლის მოსახლეობა გახშირებულ ავარიებზე საუბრობს და ამბობენ, რომ იქ წლებია, გზა მოსაწესრიგებელია.