თათბირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში


25 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია გამგებლის პირველ მოადგილესთან ვარაზ გაბედავასა და გამგებლის მოადგილესთან მახარე ჩოკორაიასთან ერთად გამგეობის სამსახურების უფროსებს შეხვდა და გაწეული მუშაობის შედეგები მოისმინა. შეხვედრაზე განვლილ პერიოდში განხორციელებული საქმიანობა და უახლოეს მომავალში განსახორცილებელი პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმების სწორად დასახვაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე სამსახურების მჭიდროდ და საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში პასუხისმგებელ პირების ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინირებულად მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.
გამგებელი სამსახურის უფროსებთან შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. თათბირზე საგაზაფხულო ხვნა-თესვაზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაწევაზე, დასახლებებში არსებული სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემების გადაჭრაზე და ზოგად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გამგებლის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციით ხობის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით მოხნულია 7728 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, უამინდობის გამო კი დასამუშავებლად 1780 ჰექტარი მიწაა დარჩენილი. საგაზაფხულო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.