. ხობში „წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის" პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა, პროექტის პრომოუტერია - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დონორი ორგანიზაცია - ევროპის საინვესტიციო ბანკი. პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, კონტრაქტორი: "ლუდვიგ ფეიფერ ჰოხ უნდ ტიეფბაუ გმბჰ & კო.კგ."-ის წარმომადგენლობა საქართველოში“. პროექტის ღირებულება 2 749 000 ლარს შეადგენს.
„ქ. ხობის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის" პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდგომ ქ. ხობში 1200-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება.