30 მაისს ქ. თბილისში პროფკავშირების კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი „სტუმრად ბარბარესთან“ გაიმართა. კონცერტში, რომლის წამყვანი ნუგზარ კვაშალი გახლდათ, ზურაბ მანაგაძე, ზურაბ კობეშავიძე, ვახტანგ ტატიშვილი, ზურა დოიჯაშვილი, მაკა ქაჯაია და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, კონცერტში, ცნობილ მომღერლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ანა შამათავამ და მარი და ანანო ადონიებმაც მიიღეს მონაწილეობა. მაყურებელმა უდიდესი სიყვარულით მიიღო ანა, მარიამი და ანანო და მქუხარე ტაშით და ოვაციებით გააცილეს დარბაზიდან.
კონცერტს საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეული 300 ბარბარე და ხობის მუნიციპალიტეტის განგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ელისო კვიკვინია და ქ. ხობის N3 საბავშვო ბაგა-ბაღის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ანი შამათავამ 31 მაისს მოწვევა მიიღო კონცერტის ორგანიზატორებისგან და მან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა, მარიამმა და ანანო ადონიებმა კი მუშტაიდის ბაღში ღია ცის ქვეშ გამართულ გალა-კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოჯანმრთელებას და მალე დამოუკიდებლად გავლას უსურვებს ანას და მარიამს.