26 მაისს ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი,ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალური თამაში ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხეთისა და ხობის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითად დროში ანგარიში ფრედ დაფიქსირდა- 1:1, ხოლო პენალტების სერიით ტურნირის გამარჯვებული ხეთის საფეხბურთო გუნდი გახდა. მესამე ადგილი ხობის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა. ფეხბურთის ფინალური მატჩის შუალედში გაიმართა გოგონათა შორის შეჯიბრი მძლეოსნობაში და ბიჭებს შორის მკლავჭიდი. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები, საჩუქრები და სიგელები გადასცეს.
ქ. ხობის კულტურის სახლში გამოფენა და მხატვრულ-ლიტერატურული ღონისძიება „აწმყო, შობილი წარსულისაგან“ ჩატარდა, რის შემდგომაც მურმან ჯინორიას მონო სპექტაკლი- ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი“ იხილა მაყურებელმა.