საკრებულოს სხდომის ანგარიში


2015 წლის 29 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად განისაზღვრა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ’’ დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც დადგენილ იქნა ქალაქ ხობში დასახლებული ტერიტორიები, სადაც ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის კანონით დადგენილია სანქციები, ეს ტერიტორიებია: ა) ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდინარე ხობის წყლის ხიდიდან ,ცოტნე დადიანისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული პარკ-ხეივნებისა და ტროტუარების ტერიტორია; ბ)სტალინის ქუჩაზე ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული მოედნებისა ტროტუარების ტერიტორია; გ) 9 აპრილის ქუჩაზე არსებული ტროტუარების ტერიტორია დ)კოსტავას ქუჩაზე არსებული ტროტუარების ტერიტორია; ე ) ბერიას ქუჩიდან აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთამდე არსებული ტროტუარების ტერიტორია. ვ) ჭყონდიდელის ქუჩაზე არსებული ტროტუარებისა და 9 აპრილის პარკ-ხეივანის მიმდებარე ტერიტორია. დადგენილებით განსაზღვრული დასახლებული ტერიტორიის ძაღლისა და სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.