ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას, არასამთავრობო ორგანიზაცია გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაციის მწვანე მომავლის დირექტორი ნინო ურიდია პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტზე „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდაზე, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო - ალტერნატივებზე, ფოკუსირებით“. პროექტის მიზანია გარემოს დაცვითი მართველობის გაუმჯობესება და ახალი ენერგეტიკული პოტენციალის შექმნისთვის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გააქტიურების გზით, მათი ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან გეგმავენ.