საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ტარდება ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თეატრალური ფესტივალი. ფესტივალის მიზანია ვაჟა-ფშაველას ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა, განვითარება. სასკოლო სპექტაკლების ფესტივალის ფარგლებში ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხობის კულტურის სახლში უჩვენეს საკონკურსო სპექტაკლი ,,სტუმარ-მასპინძელი"