ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მერაბ ნადარია, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით იმყოფებოდა ირანის რესპუბლიკაში, სადაც მისი თაოსნობით გაიმართა შეხვედრა ვარდის პარფიუმერული ზეთის წარმოებაში მსოფლიო ლიდერ კომპანია „რაჰებ“ ჯგუფის პრეზიდენტთან - შაჰრამ რაგებთან. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ვარდის პარფიუმერული ზეთების ერთიანი ირანულ-ქართული წარმოების განვითარებაზე. აღნიშნულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე შესყიდული აქვს 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ქართველ პარტნიორებს კი დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის რესურსი გააჩნიათ, სადაც გაშენდება ვარდის სპეციალური ჯიშის პლანტაციები. ხობის მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შანსი აღნიშნულ ბიზნესში ჩართულობისა, ვარდის პლანტაციის 1 ჰექტარზე შესყიდვის ფასი დაახლოებით 15 ათასიდან 30 ათას ევრომდე იქნება. გარდა ამისა ხობის მუნიციპალიტეტში, ბატონი მერაბის თაოსნობით იგეგმება ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ვარდის წარმოების ზეთების ისტორიის მუზეუმის მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პროექტის განხორციელება მომდევნი წლის დასაწყისში იგეგმება. უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ინტერვიუ მერაბ ნადარაიასთან.