დღეს ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში „ახალგაზრდულმა იდეამ“
შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე ახალგაზრდებმა „ახალგაზრდული იდეის“ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციამოაწყვეს, ისაუბრეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ ფარგლებში. კონფერენციაზე, მოწვეულთა შორის იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია.
კონფერენციის დასასრულს სტუმრებმა შეაფასეს „ახალგაზრდული იდეის“ მიერ წარმოდგენილი პროექტები, თანადგომა აღუთქვეს ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვეს მათ.დღეს ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში „ახალგაზრდულმა იდეამ“
შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე ახალგაზრდებმა „ახალგაზრდული იდეის“ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციამოაწყვეს, ისაუბრეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ ფარგლებში. კონფერენციაზე, მოწვეულთა შორის იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია.
კონფერენციის დასასრულს სტუმრებმა შეაფასეს „ახალგაზრდული იდეის“ მიერ წარმოდგენილი პროექტები, თანადგომა აღუთქვეს ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვეს მათ.