2015
წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სოციალური
და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის 13 სხდომა.
სხდომებზე
განხილულია ერთჯერად ფულად დახმარებებთან, საოპერაციო თანხის ნაწილობრივ დაფინანსებასთან,
სტიქიის შედეგად დაზიანებული, სახლდამწვარი და ავარიულ მდგომარეობაში არსებული სახლების
შეკეთებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარებების მისაღებად მოქალაქეთაგან შემოსული
335 განცხადება.
1.
ერთჯერად ფინანსური დახმარების მოთხოვნით შემოსულია
200-მდე განცხადება, დაკმაყოფილებულია და დახმარება გაეწია 143 განმცხადებელს, 13710
ლარის ფარგლებში.
2.
საოპერაციო თანხის ნაწილობრივ დაფინანსებაზე საგარანტიო
წერილი გაიცა 38 განმცხადებელზე, 27905 ლარის ოდენობით.
3.
სტიქიის შედეგად
დაზარალებული 4 განმცხადებელი დაფინანსდა 572 ლარის ოდენობით.
4.
სახლდამწვარ 5 განმცხადებელს გაეწია ფინანსური დახმარება
6200 ლარის ოდენობით.
5.
ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლების შეკეთებაზე უმწეო
კატეგორიის 6 ოჯახს გაეწია დახმარება, საერთო ჯამში 10200 ლარის ოდენობით.
ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური