31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის სასკოლო ქსელების პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების და სპორტის მუნიციპალური კათედრებისა და მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების ჩართულობით „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ ხობშია ღინიშნა სხვა და სხვა ღონისძიებებით. 11:00 საათზე გაიმართა მარათონი, 12:00 საათზე მოეწყო გამოფენა-აქცია, ხოლო 13:00 საათზე მოეწყო სპორტული შეჯიბრება - „ეთამაშე მასწავლებელს“.
ღონისძიების ფარგლებში აქცენტები გაკეთდა თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკ-ფაქტორებზე, ამავდრულად პოპულარიზაცია გაეწია ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ, რომლებიცმ იესამლნენ მსგავსი აქციებისა და აქტივობების ჩატარებას.