დღეს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და წალენჯიხის „სქური“ დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩზე გატანილი 4 გოლიდან, 3 მასპინძლებმა გაიტანეს. საბოლოოდ დაძაბული მატჩი 3:1 ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა. გოლის ავტორები ც. ბუკია, ი. გერგაია, ლ. მეფიშვილი. „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა ფანკლუბისა და გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლეს. თამაშს ადგილობრივი ხელისუფლების და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.