ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის ავარიული საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარებისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, აპრილის თვეში 6 ოჯახზე 700-დან 3000-ლარამდე გაიცა.
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ დახმარება გაწეულ ოჯახებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერება იქნა გამოთქმული.
პროგრამა 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდა და 40 ბენეფიციარზეა გათვლილი.
