ხობის საკრებულოს თავმჯდომარე GDS-ის პირდაპირ ეთერში (ვიდეო)


22 აპრილს ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ თოქ-შოუში „20.30“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ. მან ისაუბრა ხობის მუნიციპალიტეტში ახალ შექმნილ და მშენებარე საწარმოებსა და კოოპერატივებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ თუ უკვე განხორციელებულ პროექტებზე.