15-16-17 აპრილს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის
ორგანიზებით 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში ჩატარდა. მსოფლიო სამოყვარულო კრივის ფედერაციის AIBA-ს წესების მიხედვით ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს ქალაქებისა და
მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლების 150 ნორჩი
მოკრივე.
ტურნირი
წარმატებული აღმოჩნდა განათლების ცენტრის სასპორტო
სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებისთვის (მწვრთნელ-ნასწავლებელი: ე.თოდუა), რომლებმაც
შემდეგი შედეგი აჩვენეს:
1 . ხარამიშვილი ირაკლი - 50 კგ წონითი კატეგორია I ადგილი
2. ბიგვავა
გიორგი - 66
კგ წონითი კატეგორია II ადგილი