18 აპრილს საქართველოს 71 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად აიღო სტარტი ყველაზე მასშტაბურმა თამაშმმა-,,ინტელექტის დღე,, , ეს არის საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტთა თამაში ,,რა? სად? როდის?,, პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებულმა უამრავმა მოსწავლემ, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდებმა.
ინტექტუალური შეჯიბრის დაწყებამდე ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების : ცოტნე გუჩუას და ცოტნე ქირიას მიერ მომზადებული პრეზენტაციით დაიწყო.
პირველ ეტაპზე, გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს, თავიდანვე დაწინაურდნენ: ქალაქ ხობის N1, ჭალადიდის , კერძო სკოლა ,,არეას,, და ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის გუნდები.
ფინალში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის და ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები.საინტერესო ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა ჭალადიდის საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ გუნდს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გარდამავალი თასი გადასცა და უსურვა შემდგომ ეტაპზე, რომელიც 10 მაისს, ქალაქ თბილისში გაიმართება, ღირსეული თამაშის ჩვენება.დასკვნით ეტაპზე მათ მოუწევთ 36 კითხვაზე პასუხის გაცემა.
პირველ,მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია დაპირდა ექსკურსიის ორგანიზებას და დაფინანსებას. პროექტი ,,ინტელექტის დღე" უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საქართველოს ინტელექტ კლუბ,,რა? სად? როდის?" ინიციატივით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. გამარჯვებული გუნდი 10 მაისს გაემგზავრება ქალაქ თბილისში,სადაც ,,შერატონ მეტეხი პალასში,სადაც ინტელექტი-2015 ფინალური შეხვედრა გაიმართება.