ხობელი მოჭადრაკე დიანა ლომაია ჩემპიონი გახდა

   
29 აპრილს მარნეულში  საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ჩემპიონატში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
  10 წლის გოგონათა შორის ბრწინვალედ  იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან  8,5 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ,  ხობელმა - დიანა ლომაიამ. მან ამ გამარჯვებით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რომელიც საბერძნეთში  ოქტომბრის თვეში  გაიმართება.