რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში

2016 წლის 26 აპრილს სამეგრელო ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციისა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“  ორგანიზებით ქვემო ქვალონის სპორტულ დარბაზში  გაიმართა რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში 2000-2001 წლებში დაბადებულ  ძიუდოისტთა შორის.
ტურნირში 11 წონითი კატეგორიაში ქუთაისის, ლანჩხუთის, მესტიის, ფოთის , ხობის, აბაშის, სენაკის, ქობულეთის, ზუგდიდის სასპორტო სკოლების  100-მდე სპორტსმენი  მონაწილეობდა.
ტურნირს სტუმრობდნენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები: ზურაბ ტუღუში(ფოთი), დაზმირ ონიანი (ქუთაისი), სამეგრელო ზემო სვანეთის  რეგიონის ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი მაიზერ ჯაფარიძე.
ხობელი სპორტსმენებიდან ტურნირზე  I ადგილი 50 კგ წონით კატეგორიაში  ბაკურ ბახტაძემ , II ადგილი 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ლაგვილავამ , ხოლო III ადგილები 30 კგ წონით კატეგორიაში ბაჩუკი ჩაჩიბაიამ და 60 კგ წონით კატეგორიაში იოანე ცქიტიშვილმა  მოიპოვეს.











































გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  გოჩა ქაჯაიამ და მოწვეულმა ოფიციალურმა პირებმა გადასცეს.