შეხვედრა „ახალგაზრდა ლიდრეთა კლუბის“ წევრებთან

20 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ ხობის „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ წევრებს უმასპინძლეს. 
შეხვედრაზე, რომელსაც გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ახალგაზრდებმა ხობის მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდების მიზნებზე, საჭირბოროტო საკითხებზე და მათი სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. 
      ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ წევრებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის და მათი ინიციატივების განსახორციელებლად მხარდაჭერა გამოუცხადეს.