ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გ.ქაჯაია |
დღეს, 30 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით ათი პროექტი იყო წარდგენილი. განიხილულ იქნა სამართლებრივი აქტების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო
წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის N94 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მარტის N13 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის 49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’.
სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. სხდომის ბოლოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკრებულოს წინაშე 2014 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა. გამგეობის მიერ 2014 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში საკრებულოს მხრიდან დადებითად შეფასდა. გამგებელმა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გაწეულ საქმიანობაში ერთობლივი გუნდური მუშაობისთვის.