ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების კავშირსა და ხობის
მუნიციპალიტეტის
ორგანიზებით ქართული ტრადიციული
ფოლკლორის ფესტივალი ,,გავეცნოთ სამშობლოს და ერთმანეთის შემოქმედებას'' გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტმა
ფოლკლორის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლა.
ფესტივალში, რომლის მიზანი საბავშო ფოლკლორული შემოქმედების გაცნობა, განვითარება, პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და მოზარდთა ესთეტიური აღზრდის პროცესში აქტიური წვლილის შეტანაა, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მომღერალთა და ქორეოგრაფიული 17 ანსამბლი მონაწილეობდა. ფესტივალის მონაწილეები დიპლომებითა და ლაურეატის მედლებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალს, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.