ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის თხოვნით
სოფელში ტაძრის აშენებამდე, სალოცავად, კლუბის შენობაში ერთ-ერთი ოთახი გამოიყო.
დღეს, ფოთისა და ხობის ეპარქიის მამებმა მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი)
ლოცვა-კურთხევით სალოცავი ოთახი აკურთხეს
და საზეიმო პარაკლისი გადაიხადეს. სალოცავში მამა იოანე (კორძაია) პარაკლისს
ყოველ კვირა დღეს გადაიხდის.
სალოცავი ოთახის კურთხევას სოფლის მოსახლეობასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.