დედამიწის დღესთან
დაკავშირებით, ქ. ხობის N1
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. კვირეული გაიხსნა აქცია „მწვანე ლენტით“, რომლის მიზანია - „გვქონდეს სუთა და მწვანე დედამიწა, სასტიკად
აიკრძალოს დანაგვიანება“. მოსწავლეებმა დაარიგეს ფერადი ფლაერები წარწერებით „გაუფრთხილდი
შენს თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი დედამიწას!“, „მე, შენ, ჩვენ - ერთად დავასუფთაოთ
ჩვენი დედამიწა“, რითაც ბავშვებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ დედამიწას
დაცვა
და
გაფრთხილება
სჭირდება. კვირეულის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა აქტივობები.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციაში მოსწავლეებმა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა
და გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც ჩართეს. აქციაში მუნიციპალიტეტის სხვა
საჯარო სკოლებიც მონაწილეობდნენ.
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.