15 აპრილს ხობის ადმინისტრაციულ ერთეულ პირველ ხორგაში გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო და 19 აპრილს დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინი-ფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის
მასშტაბით 8 გუნდიმონაწილეობდა. („ხობი“, „გურიფული“, „პირველი ხორგა“, „ყულევი“, „ხეთა“, „ახალი სოფელი “, „შუა ხორგა“ და „ქარიატა“). ფინალურ მატჩში ერთმანეთს
,,ხეთისა“ და ,,ხობის“ გუნდები შეხვდნენ სადაც ძირითადი თამაში ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებით
პენალტების სერიაში ხობმა 4:3 მოუგო ხეთის გუნდს. მესამე საპრიზო
ადგილი შუა ხორგის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულები გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, ხობის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, გამგეობისა და საკრებულოს სხვა
თანამდებობის პირებმა გამარჯვებულ გუნდებსა და მონაწილეებს მიულოცეს ტურნირში
ღირსეულად მონაწილეობა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები და გადასცეს სამახსოვრო
თასები და სიგელები.