ქვემო ქვალონში ავტომაქანას ცეცხლი გაუჩნდა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ ქვემო ქვალონში ფორდის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ელექტრო ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც აღნიშნულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მოვიდა ხობის სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ოთხივე მგზავრმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება მათ ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდებათ.