29 აპრილს ქ. ხობში უმწეოთა სასადილოს 120 ბენეფიციარს საჩუქრად, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან შონიას განკარგულებით უმწეო კატეგორიისათვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობა გადაეცა. ბენეფიციარებს საჩუქრები გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურისა და ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.