ჭალადიდსა და პატარა ფოთში სადრენაჟო სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს (video)

დღეს, 26 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული სადრენაჟო სისტემების „რიონი-ხობი  I“-ისა და „რიონი-ხობი II-ის სრულ სარეკონსტრუქციო  სამუშაოებს გაეცნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა. 

სადრენაჟო სისტემა 1400 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მოემსახურება. სამუშაოების სრული ღირებულება 1,5 მილიონ ლარს შეადგენს და მას შპს „ტერმინალი“ ასრულებს. სამუშაო პროცესში 25 ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.