ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის FB-გვერდიდან

დაიჯესტი

სსიპ ხობის მუნიციპლიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ხარიტონ გადელიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებულ ფოტოკონკურში „ფოტოსინთეზში“ (ბიოლოგიის მასწავლებელი მარინე ქირია) რეგიონალურ ტურში გამარჯვებისათვის მიწვულ იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაჯილდოებაზე. ხამისკურის საჯარო სკოლას ვულოცავ წარმატებას.





21 მარტს ხობის N1 საჯარო სკოლის დარბაზში საპატრიარქოს ახალგაზრდულის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. კონკურსში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უმცროსი და უფროსი ასაკის სასკოლო გუნდები.
ორივე კატეგორიაში სასკოლო გუნდებიდან ფინალში გადავიდა ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდი ,,ნოეს კიდობანი“




სსიპ ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იასონ პაპავამ (მე-11 კლასი) და ნოდარ ქირიამ (მე-9 კლასი) გაიმარჯვეს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მე-2 ტურში.იასონ პაპავა მოხვდა გამარჯვებული მოსწავლეების ოცეულში. 2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთერკაში გაიმართა გამარჯვებულების დაჯილდოვება. მათ გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები და წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" ვაუჩერები, ასევე ელექტრონული წიგნები.




სსიპ ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ლიზი ჯანჯღავამ რეგიონული მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა ლონდონის ინგლისური ენის სკოლის 2014 წლის ქართული ენის საშემოდგომო ოლიმპიადაში.

















4-10 მარტს,ხობის №1 საჯარო სკოლაში, გაიმართა, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, ლოზუნგით "არა ნარკოტიკს".
ტურნირში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო .ტურნირს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში იური ჯობავა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი არასრულწლოვნების ხაზით ხათუნა ესებუა.
გუნდურ შეჯიბრში:
I ადგილი დაიკავა- ქვემო ქვალონის # 1 საჯარო სკოლამ
II ადგილი დაიკავა - ქ.ხობის #2 საჯარო სკოლამ
III ადგილიდაიკავა - ჭალადიდის საჯარო სკოლამ
მაგიდის ჩოგბურთი პიროვნული (ბიჭები) ადგილები ასე გადანაწილდა
I ადგილი - ქ.ხობის #2 საჯარო სკოლა - თემურ სირაძე
II ადგილი - პატარა ფოთის საჯარო სკოლა - გიორგი ცხოვრებაძე
III ადგილი - ხამისქურის საჯარო სკოლა - დიმიტრი წყაბელია
მაგიდის ჩოგბურთი პიროვნული (გოგონები) საპრიზო ადგილები
I ადგილი - შუა ხორგის საჯარო სკოლა - თამუნა თითმერია
II ადგილი - ქ.ხობის #1 საჯარო სკოლა - მარიამ შონია
III ადგილი - ქვემო ქვალონის # 1 საჯარო სკოლა - ლიკა ყალიჩავა
გამარჯვებულ მოსწავლებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.


ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს ერთობლივი თანამშრომლობით, სპორტული ღონისძიებები დაიგეგმა, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება , ტურნირის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი, სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.სპორტული შეჯიბრებების , სლოგანია: „არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოსაგან“, სადაც ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაა ჩართული. 
27-28 თებერვალს, ხობის №1 სკოლაში გაიმართა კალათბურთის ტურნირი, ლოზუნგით "არა თამბაქოს". ტურნირში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა: ნოჯიხევის # 1 საჯარო სკოლა, შუა ხორგის საჯარო სკოლა, ახალი ხიბულის #1 საჯარო სკოლა, ახალი ხიბულის #2 საჯარო სკოლა, ქ.ხობის #1 საჯარო სკოლა, ქ.ხობის #2 საჯარო სკოლა, ჭალადიდის საჯარო სკოლა, პირველი მაისის საჯარო სკოლა. ტურნირს ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსი რევაზ წულაია და შსს ხობის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი არასრულწლოვნების ხაზით ხათუნა ესებუა.
ვაჟთა შორის:
I ადგილი დაიკავა - ხობის N 1 საჯარო სკოლის გუნდმა,
II ადგილი დაიკავა - ახალ ხიბულის N 2 საჯარო სკოლის გუნდმა
III ადგილი დაიკავა - ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა
გოგონების კალათბურთში მონაწილეობდა: ხობის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლა : ახალი ხიბულის#1 საჯარო სკოლა, შუა ხორგის საჯარო სკოლა, ქ.ხობის N1 საჯარო სკოლა.
გოგონათა შორის
I ადგილი დაიკავა - ხობის N 1 საჯარო სკოლის გუნდმა
II ადგილი დაიკავა- ახალ ხიბულის N 1 საჯარო სკოლის გუნდმა
III ადგილი დაიკავა - შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს, პრიზებად გადაეცათ სიგელები და კალათბურთის ბურთები.