სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა 19, 22,23 და 25 მარტს შეხვედრები გამართა ხობის N1 , ხობის N2, ხამისქურის და ხეთის სსაჯარო სკოლის კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრის მიზანია ბავშვებში სამართლებლივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა ადრეული ასაკიდან, მართლშეგნების ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და უსაფრთხო გარემოს შექმნა. სემინარის თემატიკა: დანაშაულის ცნება, არასრულწლოვანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არასრულწლოვანთა უფლებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახური ძალადობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
მოსწავლეებს დაურიგდათ ბუკლეტები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარების პირობებს.
შეხვედრები გაგრძელდება და ჩატარდება ხობის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში.