24 მარტს, ქ. ქუთაისში საკრებულოს სხდომათა დარბაზში ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რომელსაც ქ.თბილისის მერი დავით ნარმანია უძღვებოდა, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ,მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.
თვითმმართველობების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ის საკითხები, რომლებიც, კანონმდებლობის კუთხით, დახვეწას საჭიროებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია კი საკითხების შესწავლას და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას გეგმავს. ინიციატივის მიზანია უფრო ეფექტური და მოქნილი გახდეს თვითმმართველობის საქმიანობა.
11მარტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გამგებლებმა და მერებმა მწვავე საკითხები დააყენეს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრისტრის მიერ თვითმმართველობების ხემლძღვანელების შეკრება და საკანონმდებლო ხარვეზებზე შეხვედრა დაიგეგმა.