2015 წლის 20-21-22 მარტს, თერჯოლის სპორტის სასახლეში ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის პრიზიორის მირიან გიორგაძის სახელობის მეექვსე რესპუბლიკური ტურნირი. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა, მივლინებული 16 მოსწავლიდან შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა 5 მოჭიდავისთვის. მწვრთნელ-მასწავლებლები მამუკა ყორშია, ბაკურ ბუკია, სურაჯ გვასალია.
პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ 58 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ყორშია, 63 კგ. წონით კატეგორიაში შოთა იოსავა და 29 კგ. წონით კატეგორიაში დათო გვასალია.
მეორე ადგილზე გავიდნენ 63 კგ.წონით კატეგორიაში თემურ გოგოხია და 35 კგ.წონით კატეგორიაში გოგა გაბისონია.