საჯარო სამსახურის ბიუროს
ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge),
2015 წლის 17-19 მარტს, აპლიკაციების შევსებისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც შევსებული
აპლიკაციების ნაწილი შეიცავს უზუსტობებს.
საჯარო სამსახურის ბიურო
გთხოვთ, გადაამოწმოთ ამ პერიოდში შევსებული აპლიკაციები და
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდეთ ბიუროს ცხელ ხაზს: +995322192928; ელ-ფოსტა:
info@hr.gov.ge.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა,
გამგეობის მიერ გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეახსენებს,
რომ გაკეთებული განაცხადების შეცვლა, ან კორექტირება შესაძლებელია განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე
- 2015 წლის 27 მარტის ჩათვლით.