გუბერნატორის შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან


სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში-სახელმწიფო რწმუნებულმა ლ. შონიამ რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გასვლითი შეხვედრა გამართა მესტიაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები და მოსმენილ იქნა მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშები. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორი ლევან შონია სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ლიდერთა კლუბის წევრებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.