საქართველოში სოფლის მხარდაჭერის 50 მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. მოსახლეობის ჩართულობით სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია და ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული
მოწყობისა და ქალაქმშენებლობის განყოფილების უფროსი გიგა დანელია ძველი ხიბულის, ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ. პრიორიტეტულ პროექტებად დასახელდა სოფლებში არსებული საბავშვო ბაღების რემონტი, არხის ამოწმენდითი სამუშაოები და გზის მოხრეშვა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნესსოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგალითად: ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრე არხების გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.), სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგილათად: სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).