ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ეპისკოპოსად ხელდასხმიდან 19 წელი შესრულდა
24 მარტი, 2015 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ეპისკოპოსად ხელდასხმიდან 19 წელი შესრულდა; მეუფე გრიგოლმა ხობის (ნოჯიხევის) დედათა მონასტერში სამადლობელი და სავედრებელი ლოცვები აღავლინა. ლოცვაში მონაწილეობა მიიღო ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელო დასმა. ლოცვის ბოლოს ყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილთ.