2015 წლის 21-23 თებერვალს ქ. ბათუმში აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, როსტომ აბაშიძის სახელობის საიუბილეო საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. სადაც მონაწილეობა მიიღეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა. ტურნირში წარმატებით იაპარეზეს და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ 50 კგ წონით კატეგორიაში გოგა პერტახია, 42 კგ წონით კატეგორიაში კორნელი კონჯარია (მწვრთნელ-მასწავლებელი ალმასხან ხუნჯუა) და 63 კგ წონით კატეგორიაში თემურ გოგოხია (მწვრთნელ-მასწავლებელი მამუკა ყორშია). ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები. გამარჯვებულები ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებითა და დიპლომებით.