ქ.ზუდგიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს შსს-ს
ორგანიზებითა
და USAID-ის
დემოკრატიული
ჩართულობის
ცენტრის მხარდაჭერით პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში შსს სამინისტროს
წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან.
შეხვედრის
მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისათვის შსს-ს
საქმიანობაზე
მეტი ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის
მონაწილეებმა
ისუბრეს სამოქალაქო საზოგადოებას დანაშაულის პრევენციის, მასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს, მიმდინარე და დაგეგმილი
რეფორმების
შესახებ. დასასრულს პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს.
შეხვედრას დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობინეწს”-ის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე გვაზავა. პროექტი საქართველოს 10 ქალაქში, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან
თემატური შეხვედრებით აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.