ქ. ხობის
N1 საჯარო
სკოლაში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს ერთობლივი პროექტით სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები
დაიგეგმა, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანია მოსწავლეების ჯანსაღი,
სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სპორტულ შეჯიბრებებში, რომლის სლოგანია „არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელების,
ლუდისა და თამბაქოსაგან“, ხობის მუნიციპალიტეტის
26 სკოლაა ჩართული.
ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის დარბაზში
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა გერგაიამ წარადგინა კალათბურთის შეჯიბრში მონაწილე ვაჟთა გუნდები და
მოწვეული სტუმრები. დღეს, ერთმანეთს 9 სკოლის გუნდი დაუპირისპირდა. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე
ჩოკორაია, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსი რევაზ წულაია და შსს ხობის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი
არასრულწლოვნების ხაზით ხათუნა ესებუა.
ხვალ, 28 თებერვალს სპორტულ თამაშში ერთმანეთს გოგონათა 4 გუნდი შეხვდება, რომლის დასრულებისთანავე
ფინალური თამაში გაიმართება. მოსწავლეებს დამზადებული ჰქონდათ პლაკატები სხვადასხვა
სახის წარწერებით.