სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხილვა ხობში

25 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ამირან ფირცხალავა და დავით წასიძე, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებსა და  ადმინისტრაციულ ერთეულების წარმომადგენლებში  შეხვდნენ
   შეხვედრის მიზანი - ინფორმაციის მიწოდება 2014 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ და 2015 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტების განხილვა.
    შეხვედრაზე გამგებლის წარმომადგენლებმა გამოკვეთეს ის პრობლემები, რომლებიც პრიორიტეტულია მოსახლეობისთვისგამოიკვეთა კითხვები გაზიფიცირებაზე, საყანე მიწების შემოღობვაზე, სოფლის წისქვილების აშენებაზე, წყლის დაქსელვასა და გზების მოხრეშვასთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რომელსაც იწვევს ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ საკუთარი მუშა-ხელის მოყვანა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევარია გამგებლის წარმომადგენლებს სამინისტროს წარმომადგენლებმა მისცეს რეკომენდაციები სოფლის კრებების მოწვევის,  შესასრულებელი სამუშაოების  დაგეგმვის  და მათი განხორციელების შესახებ.  









   შეხვედრის დასასრულს, დარღვევების თავიდან ასაცილებლად და გამჭირველობისათვის სოფლის კრებების ჩატარებისა და მოსახლეობის დასწრების მონიტორინგის განხორციელებაზე ისაუბრეს.