ქ.ხობის #1 საჯარო სკოლა
ხობის №2 საჯარო სკოლა
შუა ხორგის საჯარო სკოლა
ბიის საჯარო სკოლა
ახალსოფელი
ახალსოფლის საჯარო სკოლაში 1921 წლის ოკუპაციის თემას საგანმანათლებლო კვირეული და ლიტერატურული აქცია მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში წითელი არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით მოეწყო შემდეგი სასკოლო ღონისძიებები: დისკუსიები, ლექცია -სემინარი და ლიტერატურული აქცია,რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ორიგინალური ნაწარმოებები შექმნეს.
.............................................................
მელოტ თებერვალს ნესტიანი აფრები ფართოდ გაეშალა თბილისის ვიწრო ქუჩებსა და შუშაბანდებში... დაუკითხავად შეჭრილიყო სახლებში... ფანჯრებსა და სულებში... ჰო.. სულის ყველაზე ღრმა კუნჭულებამდეც მიეღწია და შიში შეესახლებინა ქვადქცეულ ადამიანებში...
თოვდა თბილისში... უბედურება შინდისფერ ფიფქებად ათოვდა ქვაფენილს... თითქოს მთელი ქვეყანა უნიჭო მხატვრის ტილოდ ქცეულიყო...
თოვდა თბილისში... ყინავდა და მაინც ცხელოდა... მზეს არა.. დაძაბულობას გაეთბო ჰაერი... შიშის სუნი ასდიოდათ ტყემლის დედიშობილა კვირტებს... დედასაც ეშინოდა... ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა გაძარცვული ჭადრების ხეივანს... ნერვიული მზერა ჰქონდა... ხელში აყვანილი მივყავდი... მე არ მეშინოდა.. ვბრაზობდი თამაშსს რომ მომწყვიტა... არ მესმოდა... ან რა უნდა გამეგო?! 25 თებერვალი იყო... მეკი 25-მდე თვლაც არ ვიცოდი...
თოვდა თბილისში... ის ღამე თავშესაფარში აკანკალებული ხმების და ათრთოლებული ხელების ტყვეობაში გავატარეთ.. ვტიროდი... სიბნელის მეშინოდა...
დიდი სიბნელის დასაწყისი დილით ვნახეთ... საქართველოს თავზე.. ლურჯი ცის ფონზე წითელი.. უდანაშაულოთა სისხლით შეღებილი დროშა ფრიალებდა....

გვანცა ბარბაქაძე .
...............................................................................................
რუხია ცა... ყველაზე მუქი და იდუმალი... რაც კი ოდესმე ყოფილა... მტკვარი ხმაურით მიანგრევს ნაპირებს, თითქოს გაქცევას ლამობს. ეშინია მტკვარს, ის გრძნობს... მძიმე, სისხლში ამოსვრილი ჩექმის მოახლოებას ... ისინი მოდიან, ჩექმა კი გზად წითელ სისხლიან კვალს ტოვებს.
მტკვარი ტირის... მიდის და მიანგრევს კალაპოტს... უნდა ყველა და ყველაფერი თან გაიყოლოს, წაიყვანოს ის პატარა გოგო მისი ტივიანად, დედასთან ყოველ დილით ახლად დაკრეფილი, თოვლივით თეთრი გვირილები , რომ მიაქვს. გვირილები აქვე მდელოზე ამოდის, მტკვარს ძლიერ უყვარს ეს ადგილი, აქ ყველაფერი თეთრია, სპეტაკი თეთრი...
ცა მოიღრუბლა... მტკვარიც დანებდა. თითქოს ადგილზე გაიყინა. ჯერ გაშავდა, შემდეგ კი წითლად შეიღება. სისხლმა შეღება, უდანაშაულოთა სისხლმა... იხრჩობა მტკვარი, ცრემლები და სიხლი ახრჩობს... ატირდა ცა, სისხლიანი ცრემლებით აქვითინდა. სისხლის წვიმა ასველებს გვირილებით მოფენილ მინდორს და აწითლებს მათ. მტკვარი კი ტირის, დატირის ,,გაწითლებულ" საქართველოს.

მარი ცუხიშვილი.
სხვა მოსწავლეთა ნამუშევრები კვირის ბოლომდე აიტვირთება.
საჯიჯაოს საჯარო სკოლა
2015 წლის 25 თებერვალს საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
18 თებერვალს მე-6 კლასის ხელმძღვანელმა ბელა ქვარცხავამ სადამრიგებლო კლასის საათზე ჩაატარა საუბარი 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის თემაზე.
,,საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 1918 წლის 26 მაისს, მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა. მისი შექმნიდან სამ წელში კი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია, რასაც ფაქტობრივი ანექსია მოჰყვა.
1921 წლის 12 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები უკვე საქართველოს საზღვრებში იყვნენ შემოჭრილი და ომიც მიმდინარეობდა, ხოლო 15 თებერვალს მოსკოვში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისის დაკავების შესახებ.
16 თებერვალს -წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. შემდეგ ბოლშევიკები
ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.
17 თებერვალს - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. 19 თებერვალს ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. 20 თებერვალს - კოჯრის რაიონში წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.
19-20 თებერვალს თბილისის მისადგომებთან რუსეთის ჯარს წინააღმდეგობა ქართველმა იუნკერებმა გაუწიეს, თუმცა მოწინააღმდეგე ჯარი ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული. წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა. 23 თებერვალს სარკინიგზომიმოსვლა განახლდა, რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.
24 თებერვლისთვის თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. მთავრობამ დატოვა თბილისი.
25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა :
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’
პირველი მაისის საჯარო სკოლა
25 თებერვალს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
ჩატარდა კონფერენცია უფროსკლასელთა მონაწილეობით, პედაგოგ შორენა ბუკიას ხელმძღვანელობით.
დაწყებითი საფეხურის და მერვეკლასელ მოსწავლეთა მიერ შესრულებული იყო ნახატები ოკუპაციის თემაზე (აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები:ნინელი ხუხია, ლალი ფეტელავა და ბელა ლაგვილავა).
ხსოვნის ნიშნად მთელი დღის მანძილზე დაშვებული იყო ეროვნული დროშა...
27 თებერვალს დაგეგმილია ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება ,,რა, სად, როდის", რითაც დაიხურება ოკუპაციის კვირეული.