20 იანვარს, ხობის საგანამანათლებლო რესურსცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ღონისძიებას მეორე ტურში გადასული მოსწავლეები და ოლიმპიადაში წარმატებული სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ . ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა გერგაიამ და ხობის მუნიციპალიტეტეის გამგეობის რწმუნებულმა ქ. ხობში იური ჯობავამ ორგანიზაცია „მოქალაქის“ სახელით მოსწავლეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო ყველაზე აქტიური სკოლის დირექტორებს საჩუქრად წიგნი გადაეცა.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლებაში სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და სამოქალაქო განათლებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, მათ მოტივირებას.
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გილოცავთ წარმატებას დს გისურვებთ გამარჯვებას ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში.