22-23 იანვარს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ინიციატივით და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის რაიონულ ჰოსპიტალებსა და ფოთის ამბულატორიულ კლინიკაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება. ადგილობრივ მოსახლეობაში კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს ადგილზე კონსულტაციებს „ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის“ წამყვანი კარდიოლოგები ჩაუტარებენ.
ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი წლიდან მოსახლეობის წინაშე განახლებული სამედიცინო სერვისებითა და „ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის“ სახელით წარსდგა. ჰოსპიტალი ადგილობრივ მოსახლეობას უკვე სრულ კარდიო ინტენსიურ სერვისს სთავაზობს. აღნიშნული სერვისის განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, რთული კარდიოლოგიური ინტერვენცია რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს, რაც პაციენტებს გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობისას დროს დაუზოგავს.
ჰოსპიტალი აღჭურვილია კათეტერიზაციის ლაბორატორიით, სადაც გულსისხლძარღვთა როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების პაციენტებს რეგიონიდან გაუსვლელად უტარდებათ კორონაროგრაფიები. ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგებიც მკურნალობენ.
კარდიოინტესიური სამსახურის განვითარება რეგიონში გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთრად შეამცირებს.
ხობის რაიონულ ჰოსპიტალში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება 23 იანვარს 12:00 - 17:00 საათებში (ქ. ხობი მისამართი: ჭყონდიდელის ქ. №2). უფასო სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებამდე აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ცხელი ხაზის მეშვეობით 0322 55 05 05