28
იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის
პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული
განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ ქ. ხობში გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები
დაათვალიერეს. გორგასლის ქუჩაზე მიმდინარეობს აფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური მოწყობის
სამუშაოები, რომელსაც შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს. მიმდინარე
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება
454984 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოების 30%. ასფალტ-ბეტონის საფარის
კაპიტალური მოწყობითი სამუშაოები ამა წლის
მარტში დასრულდება.