დღეს, 12 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირები გამგეობის ყოფილი სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური 2015 წლის 10 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ. ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების სტატუსით იფუნქციონირებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოფილ სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადეს გაწეული მუშაობისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვეს.