სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება გრძელდება. ხობის მუნიციპალიტეტს 13 იანვარს სასწრაფო სამედიცინო წესით აღჭურვილი მეორე ,,Ford”-ის მარკის ავტომობილი გადაეცა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ოქტომბერს დაიწყო და პირველ ეტაპზე 26 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტს მაღალი გამავლობის “volkswagen”-ის მარკის ავტომობილი გადაეცა.