15 იანვრის პროგრამა


15 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს  ქართული ფოლკლორის  შენარჩუნებას, აღორძინებას და  ფოლკლორის პროფესიულ სწავლებას, აყალიბებს  ხობის სალოტბარო სკოლას, სადაც მოსწავლეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობას და ხალხურ სიმღერებს. სწავლება განხორციელდება  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  სპეციალური პროგრამის საფუძველზე. სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული მოსწავლეები ჩაირიცხებიან ქ. თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის  უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა ასევე უფასოა. პარალელურად ცენტრის ეგიდით იქმნება ბავშვთა მუდმივმოქმედი ანსამბლი, სადაც შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობას და ხალხურ სიმღერებს.
 სალოტბარო სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ხობს ესტუმრებიან  ფოლკლორის სახელწიფო ეროვნული ცენტრისა და ქართული ფოლკლორის თვალსაჩინო წარმომადგენლები საინფორმაციო მხარდამჭერია  საპატრიარქოს საქართველოს ტელევიზია ,,ერთსულოვნება“. 

15 იანვრის ღონისძიებატა პროგრამა:

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და  ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების  შეხვედრის ოფიციალური ნაწილი (ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა)
    15.00-15.30 სთ:   სატელევიზიო  სიუჟეტის ჩაწერა  (კულტურის ცენტრი, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული  (მეგრული) სიმღერის  მუზეუმი.)
    16.00-  17.30  სთ: 2015 წლის  პროექტის  პრეზენტაციისადმი   მიძღვნილი   ღონისძიება ( ხობის კულტურის სახლი)